понедельник, 9 сентября 2019 г.

გაიგეთ თქვენი იურიდიული ფირმის ბრენდის ხარისხი!


როგორია თქვენი კომპანიის კორპორატიული ბრენდის
 ხარისხობრივი დონე?!


უბრალოდ შეაფასეთ 5-ქულიანი სისტემით მოცემული Check-List !




მარკეტინდული კომუნიკაციების ექსპერტი
ვახტანგ ხომიზური 
ტელ. 593 66 72 18

















среда, 21 августа 2019 г.

იურიდიული ფირმის მარკეტინგული აუდიტი!

რას წარმოადგენს იურიდიული ფირმის მარკეტინგის და გაყიდვების აუდიტი (საექსპერტო დიაგნოსტიკა)?!


  • მარკეტინგის აუდიტის მიზანი - რეკომენდაციების მომზადება და მარკეტინგული პროდუქტების შემუშავება, კლიენტურის სეგმენტის გაფართოვება, გაყიდვების გაზრდა და კომპანიის ბრენდის გაძლიერება.

  • უფრო კონკრეტულად - რას წარმოადგენს მარკეტინგის და გაყიდვების საექსპერტო დიაგნოსტიკა!
პირველ რიგში ხდება არსებული, მარკეტინგის და გაყიდვების მიმართულებით მიმდინარე პროცესების (პროგრამების) შეფასება - ანუ "რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და რამდენად სწორად ვაკეთებთ?"

შედეგად მზადდება "მარკეტინგული აუდიტის" დასკვნა და პრაქტიკული რეკომენდაციები.
ამის შემდეგ ხორციელდება "მარკეტინგული გეგმის" და გაყიდვების ალგორითმის პროგრამის მომზადება, რაც მოიცავს:
  • კონკურენტული უპირატესობების მოსაპოვებლად - კომპანიის პოზიციონირების მეთოდების განსაზღვრას;
  • კლიენტურის ლოიალურობის პროგრამების მომზადებას;
  • CRM - ის მიმართულებით, საკომუნიკაციო ინტერნეტ-არხებისათვის შესაბამისი კონტენტის მომზადებას;
  • E-Mail - მარკეტინგის პროცესის ამოქმედებას;
  • გაყიდვების სტიმულირების მექანიზმების შემუსავებას;
  • გაყიდვებში - კლიენტურასთან საკომუნიკაციო "სკრიპტების" მომზადებას;
ინტერნეტ-კომუნიკაციის არხები:

საჭიროა მხოლოდ 4 ნაბიჯი იმისათვის, რომ თქვენი კომპანია გახდეს გამორჩეული და შეიძინოს კონკურენტული უპირატესობები სხვებთან მიმართებაში!



  • მომსახურეობის ღირებულება - შესასრულებელი სამუსაოს მოცულობის მიხედვით!
... და არც ერთი თეთრით ზედმეტად გადახდილი თანხა!



მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტი - ვახტანგ ხომიზური



593 66 72 18 














вторник, 20 августа 2019 г.

ბიზნეს-პარტნიორების ურთიერთობების პრობლემატიკა



როდის არის წარმატებული ბიზნეს-პარტნიორთა შორის ურთიერთობები და რატომ ხდება სულ უფრო ხშირი მათ შორის უთანხმოება



იმედია, ყველა დამეთანხმება იმაში, რომ კომპანიაში, პარტნიორთა შორის ბიზნეს-ურთიერთობების "სიჯანსაღე" თამაშობს გადამწყვეტ როლს!

პირველ რიგში, კომპანიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სტრატეგია, რომელსაც განსაზღვრავს, ზუსტად „პარტნიორთა კრება“!

მეორე - ბიზნესის წარმატებულობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა - პარტნიორების შეთანხმებული მოქმედებები!

ერთი შეხედვით ეს მარტივი და თავისთავად გასაგები „ანბანია“, მაგრამ, რატომაა ხშირი პარტნიორებს შორის სასამართლო დავები და გაუთავებელი ურთიერთბრალდებები?
მოდით ერთად ვნახოთ როგორია ბიზნეს-იდეით გაერთიანებული ადამიანების ურთიერთობების „კრახის“ და „მსხვრევის“ ძირითადი მიზეზები...

გაუგებრობა - განსხვავებული წარმოდგენა, ფასეულობიბის სიტემაზე - ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია - „თამაშის წესების“ განსხვავებული აღქმა - შეუთანხმებელი მოქმედებები - ნეპოტიზმი - მენეჯმენტის და პერსონალის მართვის საკითხებზე, შეუთანხმებლობა - განსხვავებული მიზნები ...

როგორც წესი ბიზნეს-საქმიანობის დაწყების მიზნით, ადამიანები ერთიანდებიან ძირითადათ იმ შემთხვევაში, თუ მათ ამოძრავებთ ერთი ბიზნეს-იდეა და მასტან დაკავშირებული მატერიალური ინტერესები.

იმისათვის, რომ გასაგები გახდეს, ბიზნეს-ურთიერთობების და ბიზნეს-საქმიანობის, თუ რომელ ეტაპზე შეიძლება წარმოიშვას „ფარული“ პრობლემები, - განვიხილოთ პირობითი პარტნიორების ურთიერთობები ეტაპობრივად, სესაბამისად პირობითი N-კომპანიის მოღვაწეობის ბიზნეს-ციკლების გათვალისწინებით...

კომპანიის შექმნა - ერთობლივი ბიზნეს-იდეის საფუძველზე, კომპანიის ჩამოყალიბების პროცესი, როგორც წესი იწყება ისეთ ძირითად საკითხებზე მოლაპარაკებით, როგორიცაა:

§  პარტნიორული კაპიტალის მოძიება და წილობრივი მონაწილეობის განსაზღვრა;
§  კომპანიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბება;

§  პარტნიორთა შორის ფუნქციების განაწილება და სხვა;

პარტნიორთა შორის, - რა სახის გაუგებრობები შეიძლება წარმოიქმნას ამ ეტაპზე?

ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, ადამიანთა შორის არსებული ტიპიური საკომუნიკაციო ბარიერები და პრობლემატიკა.

მაშ რაში მდგომარეობს ეს „საკომუნიკაციო სენი“?

პირველი ის, რომ მოლაპარაკებების დროს ადამიანები ხშირად თვლიან, რომ სხვა ადამიანები ზუსტად ისე ფიქრობენ და იმას გულისხმობენ, როგორც თვითონ...
ამას შეიძლება დაუმატოთ ის ასპექტი, რომ ყველა ადამიანს თავისებურად ესმის ერთი და იგივე გამონათქვამები.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ბიზნეს-მოლაპარაკებების პერიოდში, ცალკეული პარტნიორები თავისებურად ახდენენ მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტირებას - „აწყობენ’ საკუთარ ვარაუდებს და ინდივიდუალურად (და განსხვავებულად) აღიქვავენ ერთი და იგივე ინფორმაციას.

აქედან გამომდინარე, კომპანიის „ჩანასახის“ პერიოდში შეიძლება გაჩნდეს „მოლაპარაკებების დაუსრულებლობის სინდრომი“ (ანუ საკითხების ბოლომდე ართქმა და დეტალურად არდაზუსტება).

კონკრეტულად ეს შეიძლება ეხებოდეს ისეთ მიმართულებებს, როგორც:

-         კაპიტალის მოძიების პერიოდი და კაპიტალის ოდენობა;
-         შესასრულებელი საქმეები და ვალდებულებები;
-         კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა და პერსონალი და ა.შ.;

გამომდინარე აქედან, ყველა პარტნიორს თავისებურად ესმის ნათქვამი და საბოლოო ჯამში საქმე მიდის გაუგებრობამდე ...

ეს კიდევ არაფერი!

როდესაც პარტნიორები გეგმავენ თავის ერთობლივ ბიზნეს, ბუნებრივია, რომ ისინი ისახავენ მიზნებს, თუ როგორი სახით მათ წარმოუდგენიათ საკუთარი კომპანია, გარკვეული პერიოდის შემდეგ...

ეს გასაგებია, მაგრამ ხშირად მათ წარმოდგენაც კი არა აქვთ, - რა უნდა მოიმოქმედონ და რა თანამიმდევრობით ამ მიზნების მისაღწევად.

უმეტეს შემთხვევაში, მიზნები ბუნდოვანია და არ არის დაკონკრეტებული არც ქვე-მიზნები და არც დროის ეტაპების ფაქტორიც.

შედეგად ყველა პარტნიორს შეიძლება წარმოდგენილი ჰქონდეს „საკუთარი“ მიზანი და როდესაც სინამდვილეში კომპანია აღმოჩნდება კარდინალურად განსხვავებულ მდგომარეობაში, ზუსტად მაშინ იწყება ერთმანეთზე გადაბრალება და უსიამოვნებები...
ეს ერთი!

მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია - პარტნიორთა შორის არსებული ფასეულობების სისტემაზე, სხვა და სხვა შეხედულება!

შეიძლება ადამიანები დიდხანს იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბოლომდე ვერ შეიცნონ ერთმანეთის ხასიათი. და როგორც წესი, ხასიათი ვლინდება ხოლმე - პირობითად „ექსტრემალურ“ სიტუაციებში.

იმისათვის, რომ კომპანია იყოს წარმატებული, აუცილებელია „გუნდური თამაშის“ წესების დაცვა და როდესაც გუნდი ბოლომდე ვერ „იკვრება“ სხვა და სხვა „ცხოვრების სტანდარტების“ (და შეიძლება სტერეოტიპების) გამო - ზარალდება ბიზნესი!

ამას თუ ემატება კიდევ არაკოორდინირებული მოქმედებები - პიროვნული თავდაჯერებულობის და შეიძლება გადამეტებული ამბიციების გამო - მაშინ საქმე მართლა ვერ არის კარგად.

შენელებული მოქმედების ნაღმი!

ბიზნეს-მედიაციის ექსპერტი (დამოუკიდებელი მედიატორი) - ვ. ხომიზური

ტელ. 593 66 72 18 

воскресенье, 19 мая 2019 г.

სასამართლო დავების ალტერნატივა!

გამოსავალი კომპანიებისათვის!

როგორ ავარიდოთ თავი სასამართლო დავებს და დავრჩეთ მოგებულ მდგომარეობაში.


არსებული პრობლემა!

სასამართლო დავაში ჩართვა ნიშნავს - ხანგრძლივი პერიოდით სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინს.

დრო კი ფულია!

ამასთან ერთად იურიდიული მომსახურეობის და სასამართლო ხარჯები + წარმოქმნილი დავის შედეგად მიუღებელი სარგებელი (და შემოსავალი), რის სედეგადაც დავის ორივე მხარე განიცდის ზარალს...

კიდევ ერთი არასახარბიელო მომენტი!

სასამართლო დავაში მონაწილე მხარეებს ხშირად უწევთ კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟღერება და დაპირისპირების შედეგად შესაძლოა მნიშვნელოვანი ბიზნეს-პარტნიორის დაკარგვაც.

როგორი გამოსავალია შექმნილი სიტუაციიდან?

მარტივი, ეფექტიანი და დავის ორივე მხარისათვის მისაღები და მომგებიანი!

ეს არის ბიზნეს-მედიაცია, რომლის საიდუმლო მდგომარეობს მარტივ კონცეფციაში - ყოველთვის შეიძლება გამოინახოს შექმნილი სიტუაციიდან (პრობლემიდან) ისეთი გამოსავალი, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისათვის!


ეს მიღწევადია, მხოლოდ ორი პირობით!

1)      აუცილებელია დავის მხარეების მზადყოფნა, მედიატორის შუამავლობით მოლაპარაკებებში მონაწილეობისათვის, საუკეთესო შეთანხმების მიღწევის მიზნით;
2)      მაღალი კვალიფიკაციის მქონე ბიზნეს-მედიატორის ჩართვა, რომელსაც შეუძლია სადავო საკითხების დარეგულირების თვალსაზრისით - ალტერნატიული ვარიანტების მომზადება ფინანსურ-სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით;

ესეთი პოტენციალი გააჩნია საადვოკატო ბიუროს „სვანიძე და პარტნიორები“


ბიზნეს-მედიაციის პრაქტიკას ჩვენ წარმატებულად ვიყენებთ უკვე 5 წლის მანძილზე და ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი კომპანიისათვის შევიმუშავეთ საუკეთესო ალტერნატიული გამოსავალი!


ბიზნეს-მედიაციის ჩატარების შედეგად, დავაში მონაწილე მხარეები დარჩნენ მოგებულ მდგომარეობაში!

ეცადეთ თქვენც და არ წააგებთ!

მედიაციის პროცესი ითვალისწინებს კონფედეციალური ინფორმაციის სრულად დაცვას.

ჩვენ აღმოგიჩენთ მხარდაჭერას არსებული პრობლემების დაძლევაში!

გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება!


დაგვიკავშირდით: ტელ. 593 66 72 18 / 577 45 77 63

пятница, 5 апреля 2019 г.

როგორ ავარიდოთ თავი სასამართლოს ბიზნეს-ურთიერთობებში?!


ბიზნეს-მედიაციის გამოყენების ალტერნატივა!




როგორც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ბიზნეს-დავებში ჩართული მხარეებისათვის სასამართლო პროცესის წარმოება წამგებიანია!

უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ სასამართლო პროცესი დროში გაწელილია და მოდავე მხარეებს შეიძლება წლობით დაჭირდედეთ ლოდინი.

მეორე ის არის, რომ სასამართლო პროცესის განმავლობაში მხარეები განიცდიან ზარალს, რომელიც იზომება სასამართლო ხარჯებით და დროში დაკარგული თანხებით, რაც გამოწვეულია ბიზნეს-საქმიანობის შეფერხებით!

მესამე და კომპანიებისათვის მტკივნეული პრობლემა - სასამართლო პროცესის სპეციფიკასთან დაკავშირებული - მხარეების კონფედენციალური ინფორმაციის გამოვლენის აუცილებლობა!

მეოთხე - სასამართლო პროცესის წაგების შედარებით მაღალი ალბათობა, ბიზნეს-სამართალში არასაკმარისი პროფესიონალური კომპეტენციის გამო.
მეხუთე - სასამართლო დავის შედეგად, ერთ-ერთი მხარისათვის მნიშვნელოვანი ბიზნეს-პარტნიორის და რეპუტაციის დაკარგვის არასახარბიელო პერსპექტივის არსებობა.



სად არის გამოსავალი?

როგორ ფიქრობთ - სასამართლო დამქაცველი პროცესის სანაცვლოდ, რომ შემოგთავაზონ საუკეთესო ალტერნატივის მოძიება და დავის მხარეებისათვის ურთიერთმომგებისანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა - დათამხდებით?

თუ არა, მაშინ "სასამართლომდე გზა გქონიათ"...

მედიაციის მთელი ხიბლი იმაშია, რომ მხარეები მოლაპარაკების პროცესს ახორციელებენ პროფესიონალი ბიზნეს-მედიატორის მეშვეობით (ერთმანეთთან ყოველგვარი პირდაპირი კონტაქტის გარეშე) და მხოლოდ მოლაპარაკებების დასრულებისას შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს (ან მხარეების უფლებამოსილი წარმომადგენლები) ახალი შეთანხმების იურიდიული გაფორმების მიზნით.

აღნიშნული მიდგომა და მედიატორის ჩართვა ანთავისუფლებს მხარეებს ერთმანეთთან "არასასურველი" კონტაქტებისაგან.

გარდა ამისა, პროფესიონალი ბიზნეს-მედიატორი ამუშავებს მხარეებისათვის შეთანხმების ალტერნატივებს სხვა და სხვა იურიდიულ-ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც აძლევს მხარეებს საუკეთესო არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

შედეგად - ორივე მხარე რჩება მოგებული და თავს არიდებს საკმაოდ სერიოზულ დანაკარგებს!


მოკლედ არჩევანი "თქვენზეა" - ან ტრადიციულად სასამართლო პროცესის შედეგად დარჩეთ საბოლოო ჯამში წაგებულ მდგომარეობაში იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული "თქვენს" სასარგებლოდ (სასამართლო დადგენილებების აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემატიკიდან გამომდინარე), ან დარჩეთ მოგებულ მდგომარეობაში (და შეიძლება უკეთეს მდგომარეობაშიც კი - ვიდრე იმყოფებოდით აქამდე).

იმედს ვიტოვებ, რომ ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ საღ და გონივრულ გადაწყვეტილებას, ისევ თავის სასარგებლოდ და გამოიყენებენ ბიზნეს-მედიატორის დახმარებას ნებისმიერი სირთულის ბიზნეს-ურთიერთობების დარეგულირების მიზნით.

"გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება!"



ბიზნეს-მედიატორი ვახტანგ ხომიზურაშვილი (ტელ. 593667218)

суббота, 20 мая 2017 г.

მარკეტინგის პრობლემები იურიდიულ კომპანიებში

 მარკეტინგის პრობლემები იურიდიულ კომპანიებში


თანამედროვე იურიდიული მომსახურეობის ბიზნესი დღეს ძირითადათ  კორპორატიული კლიენტურის მომსახურეობაზეა ორიენტირებული.
ზუსტად აქ, იურისტების წინაშე ჩნდება პრობლემატური საკითხები, თუ როგორ უნდა მოიზიდონ ახალი კლიენტურა, შეინარჩუნონ „ძველი“ კლიენტები და საერთოდ როგორ გაზარდონ იურიდიულ მომსახურეობასთან დაკავშირებული გაყიდვები?

კონკრეტულად, რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს იურიდიული კომპანია, კლიენტურის მომსახურეობასთან მიმართებაში?

1)      კლიენტურის მხრიდან, მომსახურეობის ეფექტიანობის ადექვატურად შეფასების სირთულე.

კლიენტისათვის სირთულეს წარმოადგენს, მომსახურეობის ეფექტიანობის კრიტერიუმების გაგება და შინაარსობრივ დატვირთვაში გარკვევა.
მაგალითად, რატომ იყიდება ბევრად უფრო კარგათ სწრაფადმომქმედი ტკივილგამაყუჩებელი და სამკურნალო პრეპარატები, ვიდრე პროფილაქტიკური სამედიცინო საშუალებები?
ადამიანებს ესმით და ისინი აფასებენ შექმნილი პრობლემისაგან უფრო გამოსავლის საშუალებას, ვიდრე პრობლემებისაგან თავის არიდების შესაძლებლობას.
ამიტომაც რთულია კლიენტის „იურიდიული უსაფრთხოების“ ეფექტიანობის ჩვენება.
როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ კლიენტურა იხდის გაცილებით უფრო მეტ თანხებს პრობლემიდან თავისდაღწევისათვის, ვიდრე ამ პრობლემის თავისარიდებისათვის (რაც ბევრად უფრო მომგებიანია).

2)      იურიდიული მომსახურეობის, შედარებითი სიძვირის მიმართ - კლიენტის ანტაგონისტური დამოკიდებულება.

ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ კლიენტი, როგორც წესი მკაფიოდ ვერ ხედავს კვალიფიციური იურიდიული მომსახურეობის სარგებელს და შესაბამისად არაადექვატურად აფასებს მომსახურეობის საფასურს.

3)      იურიდიული მომსახურეობის ეფექტიანობის მიღწევისათვის, შედარებით ხანგრძლივი პერიოდი.

როგორც წესი ეფექტიანი მომსახურეობისათვის საჭიროა იურიდიული კომპანიის და კლიენტის შედარებით ხანგძლივი თანამშრომლობა.

4)      მომსახურეობის ძალზედ ძლიერი გავლენა, კლიენტის ბიზნეს-საქმიანობაზე.

პროფესიონალურ იურიდიულ მომსახურეობას შეუძლია პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით - გადააჩინოს ბიზნესი, იმდენად რამდენადაც საკანონმდებლო ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნეს-საქმიანობის გარკვეული პერიოდით შეჩერებამ შეიძლება გამოიწვიოს ბიზნესის სრულად გაკოტრება.

5)      კლიენტურას ბოლომდე არ ესმის იურიდიული მომსახურეობის არსი და სირთულე.

ნებისმიერი სახის პროფესიონალური (კონსალტინგური) მომსახურეობა მიმართულია კლიენტის პრობლემის გადაწყვეტაზე და როგორც წესი ეს პრობლემა ფარულია!
მაგალითად იგივე იურიდიულ მომსახურეობასთან მიმართებაში, წარმოიდგინეთ, რომ კლიენტს არასწორად აქვს შედგენილი ხელშეკრულებები... და ცოტა რთულია დაარწმუნო კლიენტი იმაში, რომ ხელშეკრულებები წინასწარ კორექტულად უნდა იყოს შედგენილი,მანამ, სანამ „ურემი არ გადაბრუნდება“ ...
საქმე ისაა, რომ იმ იურიდიული საკითხების მნიშვნელობა, თუ ბოლომდე არ ესმის კლიენტს, ის როგორც წესი მიიჩნევს მათ, როგორც ნაკლებად მნიშვნელოვანს.
აქედან გამომდინარე, გაწეული იურიდიული მომსახურეობის ანაზღაურების მიღებაც ხშირ შემთხვევაში ხდება საპრობლემო.



როგორ უნდა იმოქმედონ შექმნილ სიტუაციაში იურიდიულმა კომპანიებმა?
(რამოდენიმე რეკომენდაციის სახით)

A.     გაყიდეთ ფასეულობა და სარგებელი!

მარტივად რომ ვთქვათ, გაყიდეთ არა უშუალოდ მომსახურეობა, არამედ ის სარგებელი და ეფექტიანობა, რაც მოაქვს მომსახურეობის ამა თუ იმ სახეს.
ყოველთვის მნიშვნელოვანია შედეგი და ამიტომაც კლიენტურამ უნდა დაინახოს, თუ რაც მოიგებს, თუ ისარგებლებს იურიდიული მომსახურეობით და რას წააგებს, თუ უარს იტყვის თანამშრომლობაზე.
აჩვენეთ კლიენტს, თუ რა შედეგი გამოიღო ამ სახის მომსახურეობამ სხვა კლიენტებთან მიმართებაში (რას „გადაურჩნენ“ კლიენტები და რა მოიგეს).
გამოიყენეთ თქვენს მომსახურეობასთან დაკავშირებული, დადებით კონტექსტში - კლიენტების კომენტარები და გამოხმაურებები.
გამოიყენეთ სტატისტიკა და წარმოუდგინეთ კლიენტებს პრეზენტაციები (პრეზენტაციები უნდა იყოს შესრულებული „სტივ ჯობსის მეთოდიკის“ საფუძველზე).

B.      გამოიყენეთ PR-ტექნოლოგიები.

უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ კლიეტი არ იცნობს (და ხშირ შემთხვევაში წარმოდგენაც კი არა აქვს) იურიდიული მომსახურეობის დეტალებს და სირთულეებს.
ამიტომაც, რაც ბოლომდე არ ესმის კლიენტს, ზუსტად ის აშინებს და იწვევს კლიენტის შფოთვას.

როგორ უნდა დავძლიოთ ეს ნეგატიური ფაქტორი?

ძალიან მარტივად!

ადამიანებს ნაკლებად აშინებთ ის, რაც მათთვის არის ცნობილი და მეტ-ნაკლებად გასაგები, ამიტომ დეტალურად აუხსენით კლიენტებს თქვენი მომსახურეობის ეტაპები.
იმისათვის, რომ მოიპოვოთ კლიენტურის ნდობა, კლიენტების თვალში თქვენ უნდა გამოიყურებოდეთ, როგორც ექსპერტი, რომლისთვისაც ყველა კლიენტის საქმე არის ინდივიდუალური და უნიკალური.
დანარჩენი უკვე ინტერნეტ-მარკეტინგის თემაა, რის შესახებ ჩვენ ვისაუბრებთ მომდევნო სტატიაში.



წარმატებები თქვენს რთულ საქმიანობაში!

მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტი - ვახტანგ ხომიზური


(593667218)