суббота, 11 июня 2016 г.

თქვენი აზრით, რამდენად იქნება ეფექტიანი იურიდიული მომსახურეობის ბიზნესის განვითარებისათვის - ეს ტრენინგი?

მარკეტინგი იურისტებისათვის


მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტი - ვახტანგ ხომიზური
(593667218) (e-mail: marketing100@outlook.com)

ტრენინგი: „იურიდიული მომსახურეობის მარკეტინგი“
12 საათი

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი



კურსის პროგრამა:
1.      იურიდიული კომპანიების მარკეტინგის სპეციფიკა;
2.      იურიდიული მომსახურეობის სამომხმარებლო ბაზრის მარკეტინგული ანალიზის მეთოდები;
3.      ბაზრის სეგმენტირების პრინციპები და მიზნობრივი კლიენტურის სეგმენტების გამოყოფა;
4.      იურიდიული ფირმის პოზიციონირების პრინციპები;
5.      მარკეტინგული კომუნიკაციების შერჩევა და გამოყენება;
6.      იურიდიული პროდუქტების გაყიდვების სპეციფიკა და გაყიდვების სტიმულირების მეთოდები;
7.      იურიდიული კომპანიების ბრენდინგის პროცესი და იურისტის ინდივიდუალური ბრენდის შექმნა;
8.      საზოგადოებასთან ურთიერთობების პრინციპები;
9.      სარეკლამო კომუნიკაციების ფორმები და მეთოდები;
10.  იურიდიული ფირმის მარკეტინგული გეგმის მომზადების წესები;

v  ტრენინგის პროგრამა შედგენილია იურიდიული სფეროს მარკეტინგის ამერიკელი სპეციალისტის - Sally Schmidt – ის სასწავლო კურსის მიხედვით და ადაპტირებულია, საქართველოს იურიდიული ფირმების სამუშაო სპეციფიკასთან.

v  მოცემული კურსის საკითხების უფრო საფუძვლიანად შესწავლა და პრაქტიკაში მათი რეალიზაცია, შეიძლება დააყენოს თქვენი კომპანია უპირატეს მდგომარეობაში, თქვენს კონკურენტებთან მიმართებაში !

ტრენერი: მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტი

ტელ: 593667218





როგორ დავალაგოთ ურთიერთობები იურისტებთან ?
ვინ შევარჩიოთ მომსახურეობისათვის - საშტატო იურისტი, თუ იურიდიული ფირმა?
(სერიიდან: "Marketing of Law" - მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტი
                                    - ვახტანგ ხომიზურაშვილი)
დღეს უკვე ყველა ხვდება, რომ ჯობია ცოტა წინ გაიხედო და გზა დაინახო, ვიდრე "ურმის გადაბრუნებას" დაელოდო.

იურიდიული მომსახურეობა ესაჭიროება ყველა "ზომის" კომპანიას, მხვილი თუ მცირე მასშტაბით.
რომელი ვარიანტი უფრო მისაღებია კორპორატიული სექტორისათვის - აიყვანოს შტატში იურისტი, თუ დაიქირაოს იურიდიული მომსახურეობის გასაწევად იურიდიული ფირმა?
მოდით ერთად ვნახოთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეები!

პირველი შეხედვით კომპანიისავის უფრო მიმზიდველია - საშტატო იურისტის პოზიცია. ის ყოველთვის ხელმძღვანელობის გვერდშია, კარგათ იცნობს კომპანიის სამუშაო სპეციფიკას, მას შეიძლება ვანდოთ კომფედენციალური ინფორმაცია და რაც მთავარია მისი მომსახურეობა შედარებით არც თუ ისე ძვირია.

ძირითადათ ეს ის ყველა დადებითი მხარეა, რომლებიც განაპირობებენ კომპანიებში იურისტის ვაკანსიის შემოღებას.
დღეის მდგომარეობით, შრომის ბაზარზე სიტუაცია ისეთია, რომ - საკმარისზე მეტი იურისტია (თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელს გააჩნია იურიდიული ფაკულტეტი), მაგრამ კარგი იურისტი არც თუ ისე ბევრია.
გამომდინარე აქედან, იურისტის პოზიციაზე სამსახურში მიღებისას არსებობს გარკვეული რისკი და ამასთან ერთად საკმაოდ რთულია გასაუბრების და გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, "გახსნა" იურისტის პოტენციალი (თუ გააჩნია ეს პოტენციალი საერთოდ).

ამიტომ სწორი არჩევანის გაკეთება რთულია


აქვე მინდა ავღნიშნო, რომ იურისტის "მდიდარი" გამოცდილება არ განაპირობებს იმას, რომ იურისტი თავის კარიერის განმავლობაში, მაინცა და მაინც ასრულებდა თავის მოვალეობებს ხარისხიანად (და დადებითი რეკომენდაციის შექმნა დღეს ძალიან მარტივი საქმეა...)

იმ შემთხვევაშიც კი, თუ იურისტის პოზიციაზე გვეყოლება კომპეტენტური და ღირსეული კანდიდატი, ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ კომპანია მიიღებს ხარისხიან და მრავალი მიმართულებით იურიდიულ მომსახურეობას!

საშტატო იურისტი მართლაც შემძლეა იმისი, რომ შეასრულოს მიმდინარე და ყოველდღიური ამოცანები. მაგრამ ნებისმიერი კომპანიის საქმიანობაში დრო და დრო ჩნდება არაორდინალური სიტუაციები და კორპორატიული სახის პრობლემები.

ამავე დროს, მაშინ როდესაც იურისტი უპრობლემოდ უზრუნველყოფს ისეთი სახის სამუშაოს შესრულებას, როგორიცაა : სახელშეკრულებო, საპრეტენზიო, სასარჩელო ან შრომით საკითხებთან დაკავშირებულ სამუშაო, - როგორც წესი მას ძალიან უჭირს ისეთი იურიდიული პროცესების კონსტრუირება, რომლებიც ითხოვენ ვიწრო იურიდიულ სპეციალიზაციას.

თქვენ ალბათ დაგებადებათ შეკითხვა : "კონკრეტულად იურისპრუდენციაში, რა სახის მიმართულებები ითხოვენ სპეციალიზაციას?"


მაგალითისათვის მოვიყვან სულ რამოდენიმეს!
ეს არის:


·         საგადასახადო ორგანოებთან სასამართლო დავები;
·         ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული საკითხები;
·         ინვესტორის (პარტნიორის) მიღება და გასვლა;
·         სააქციო საზოგადოების აქციონერების მოთხოვნებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
·         კომპანიის რეორგანიზაცია, შერწყმა და გაყოფა;
·         დებიტორული დავალიანების რესტრუქტურიზაცია და თამასუქებთან ოპერაციების განხორციელება;
·         ანტიმონოპოლიური მოთხოვნების დაყმაყოფილება;
·         ფრანჩაიზინგთან დაკავშირებული საკონტრაქტო ურთიერთობები;
·         ფულად - საგადამხდელო დოკუმენტალური ოპერაციებთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის ნორმები;
და უამრავი სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები...

მე არაფერს ვიძახი, საგარეო - სავაჭრო საკონტრაქტო სამართლის მოთხოვნებზე, სადაც გათვალისწინებულია: სავალუტო რისკებისაგან დამცავი იურიდიული დეფინიციები, სადაზღვევო ნორმები და ხშირად საერთაშორისო საზღვაო კოდექსის ნორმებიც.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიის იურისტი - ცუდია!

უბრალოდ, როგორც ნებისმიერ საქმიანობაში, ისე იურიპრუდენციაში საჭიროასპეციალიზაცია!

ბევრი კომპანიის ხელმძღვანელებს ბოლომდე არ ესმით ეს საკითხი და ამასთან ერთად ყველამ კარგათ აცნობიერებს, რომ შეუძლებელია ინჟინერი - ელექტრიკოსი, ერთნაირად კარგათ ერკვევოდეს, როგორც კომპიუტერის და ავტამანქანების ელექტრო-მოწყობილობაში ისე ელექტრო-სადგურის ან საწარმოო კომპლექსის  ელექტრო-გაყვანილობაში.
ან იგივე ექიმის პროფესია, რომელიც მოითხოვს ძალზედ დეტალურ სპეციალიზაციას!


მაგრამ რატომღაც კომპანიების მენეჯმენტი, ხშირად თვლის, რომ იურისტი უნდა ერკვევოდეს ყველაფერში უპირობოდ!

ელემენტარულად, რომ წარმოვიდგინოთ რა ზღვა იურიდიული ნორმების და საკანონმდებლო ცვლილებების ნაკადი უნდა გადაამუშაოს იურისტმა, მიმდინარე საქმიანობასთან ერთად, - შეიძლება გავაკეთოთ დაშვება, რომ იურისტი უბრალოდ ვერ შეძლებს კომპანიის ხელმძღვანელობის ადექვატურ კონსულტირებას და  სასამართლო პროცესებზე კომპანიის ღირსეულად წარდგენას.


ამრიგად ხელმძღვანელების მხრიდან , იურისტის "უნივერსალიზაციის" გადაჭარბებულ შეფასების შედეგად, კომპანიამ შესაძლოა მიიღოს საკმაოდ "ძვირადღირებული" ზარალი და დანაკარგები.

იურისტის და იურიდიული ფირმის მომსახურეობის, შედარებით ასპექტში, კომპანიის - იურიდიულ ფირმასთან ურთიერთობის შემთხვევაში, კომპანიას ემსახურებიან რამოდენიმე, შედარებით ვიწრო სპეციალიზაციის  იურისტები და თითქმის იგივე ფასში.

რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში იურიდიული მომსახურეობის ხარისხი გაცილებით მაღალია!
თვით ცნება "მაღალი ხარისხი", იურიდიულ მომსახურეობის სფეროში კი ნიშნავს უსიამოვნებების, დანაკარგების თავიდან აცილებას და ასევე - დროის, ნერვების და ხშირად საკმაოდ მსხვილი თანხების ეკონომიას!

ამიტომ თქვენ თვითონ გააკეთეთ არჩევანი
საშტატო იურისტი, თუ იურიდიული ფირმა .........?!


შემდეგი სტატიის ანონსი : "მარკეტინგი იურისტებისათვის" -
 როგორი მარკეტოლოგია საჭირო, იურიდიული ფირმისათვის?

socrates.vx@gmail.com     tel. 593667218