суббота, 11 июня 2016 г.

იურიდიული პიარი პრაქტიკაში. ანუ როგორ გავხდეთ უფრო მოთხოვნადები!
(Marketing of Law)

იურიდიული ბიზნესის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იურისტებს ფულს უხდიან სხვების პრობლემების მოგვარებაში. რაც უფრო დიდია კლიენტისათვის პრობლემა, მით უფრო მეტია იურისტის მიმართ მოთხოვნები და მეტია ჰონორარი.

მაშ ვის უფრო ანდობენ დამკვეთები თავისი ყველაზე სერიოზული პრობლემების მოგვარებას?
 მართალია! - ყველაზე განთქმულ და ცნობილ იურისტებს.

მაგრამ როგორ უნდა გახდეს იურისტი (ან იურიდიული კომპანია) ცნობილი და სანდო?

პოპულარობის პრაქტიკული ასპექტები.
1. პროფესიონალური ბრენდის ფორმირება !
რას გვაძლევს იურისტი-ბრენდის სტატუსი?


·         მნიშვნელოვანი კლიენტების მოზიდვა;
·         სტაბილური კლიენტურის ბაზის გაფართოვება;
·         შედარებით მაღალი ჰონორარების დაწესება;
·         VIP - კლიენტების მომსახურეობა;
ზუსტად ამიტომ საჭიროა პირადული და კორპორატიული ბრენდინგი!
რა უშლის ხელს იურისტებს რომ გახდნენ - ბრენდი?

საჭიროა იურიდიული ექსპერტის სტატუსის მოპოვება! როგორ?

1. უნდა გვესმოდეს, რომ იურიდიული მომსახურეობის კლიენტები არ არიან იურისპრუდენციაში პროფესიონალები, მათ არ შეუძლიათ შეაფასონ თქვენს მიერ, რამდენად ხარისხიანად იყო შესრულებული მომსახურეობა (თუ ეს არ ეხება უშუალოდ სასამართლო პროცესებში მონაწილეობას უკვე მომსახურეობაში მყოფ კლიენტთან).
 (მაგალითად, თქვენ ხომ ვერ შეაფასებთ, რამდენად ხარისხიანი იყო სტომატოლოგის მომსახურეობა, როდესაც დაგიპლომბათ კბილი, ან რამდენად ხარისხიანია ინფორმაციული დაცვის სამსახურის მომსახურეობა).
იურისტის, კლიენტის მიერ ფასდება სუბიექტურად - მოეწონეთ თუ არა? იყავით ყურადღებიანი თუ არა? ახლოს მიიღეთ კლიენტის პრობლემატიკა თუ გამოირჩეოდით "მშრალი საქმიანი ვიდით"? იყო თქვენთან ურთიერთობა კომფორტული? და რაც მთავარია - რას ლაპარაკობენ თქვენზე სხვები?

იმისათვის, რომ წარმატებული იყოს თქვენი ბრენდინგი, არ არის საკმარისი მხოლოდ ხარისხიანი მომსახურეობის გაწევა, არამედ აქტიურად უნდა ახორციელებდეთ ამ ხარისხიანი მომსახურეობის დემონსტრირება!

2. პირადული ბრენდის "მშენებლობა" იწყება იმის გათვიცნობიერებით, რომ თქვენ ხართ იურიდიული ექსპერტი და თქვენ უნდა მოახდინოთ ამ "ექსპერტის სტატუსის" დემონსტრირება კლიენტურის და საზოგადოების წინაშე.
"შიდა"  ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა ეს ალბათ ყველაზე ძლიერი წინაღობაა, საკუთარი ბრენდინგის პროცესში.

 როგორ მივიღოთ "ექსპერტ - იურისტის" სტატუსი პრაქტიკაში ?




          იურისტის პირადული ბრენდინგის ინსტრუმენტები:
1. სტატიების დაწერააქტუალურ თემატიკაზე. ამ შემთხვევაში სტატიები უნდა იყოს დაწერილი "მარტივ" და გასაგებ ენაზე. უნდა იყოს საინტერესო და ცხოვრებისეული.

2. წიგნის (ბროშურის) დაწერა - გააერთიანეთ თქვენი სტატიები ერთ წიგნში. ექსპერტი, დაწერილი წიგნის გარეშე - "ნახევარი" ექსპერტია.

3. ჟურნალისტებისათვის ინტერვიუს მიცემა - რა შეგიძლიათ უთხრათ საინტერესო და მოთხოვნადი ჟურნალისტებს? და რატომ გაუჩნდებათ ჟურნალისტებს, თქვენთან მუშაობის სურვილი?

4. სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობა - საკმაოდ მძლავრი საშუალებაა, ბრენდის ფორმირების თვალსაზრისით

5. სოციალური აქტიობა (მათ შორის სოციალურ ქსელებში) 

რითი დავიწყოთ ?
1. განსაზღვრეთ თქვენი სპეციალიზაცია - ყველაფრის ექსპერტები უბრალოდ არ არსებობენ. ექსპერტი, ეს არის კონკრეტული იურიდიული დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი.

2. დაწერეთ 5-6 სტატია - დაწერეთ თქვენი კლიენტურის მხრიდან, ყველაზე ხშირად წამოჭრილ საკითხებზე. მიუდეგით სტატიებს, როგორც ვირტუალური სახის კონსულტაციებს.
3. შექმენით საკუთარი ბლოგი და სპეციალიზირებული გვერდი Facebook - ზე. - განათავსეთ თქვენი სტატიები.

4. გახსენით არხი Youtube - ზე გაუკეთეთ სტატიების დუბლირება ვიდეორგოლების სახით.

5. წარუდგინეთ თქვენი სტატიები ჟურნალისტებს - სასურველია, რომ დაიქირავოთ Copywriter - იმისათვის, რომ სტატიები გახადოთ "კითხვადი" და მოთხოვნადი.

მოკლედ, იურისტის ბრენდინგი - ეს არის თანამიმდევრული სამუშაო 6-10 თვის განმავლობაში და მერე თქვენ მიიღებთ დაუჯერებელ შედეგებს!

კლიენტები თვითონ მოვლენ თქვენთან და უფრო მეტიც თქვენ თვითონ შეარცევთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან კლიენტურას!

გისურვებთ წარმატებებს და თუ დაგჭირდათ ანალოგიურ საკითხებზე კონსულტაცია - მე მზად ვარ გემსახუროთ!

მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტი - ვახტანგ ხომიზურაშვილი

მობ. 593667218   E-mail:  marketing.100@outlook.com 


Комментариев нет:

Отправить комментарий